Saturday, July 16, 2016


1. პროექტის სახელწოდება- მირზა გელოვანი

2. პროექტის მთავარი იდეა -თანამემამულეთა შემოქმედების უკეთ გაცნობა.

3.პროექტის აქტუალობა- პროექტის აქტუალობა განპირობებულია იმით რომ მირზა გელოვანი, რომელიც საქართველომ უდიდეს პოეტად აღიარა , გახლდათ ჩვენი კუთხის შვილი, რაც ორმაგად საამაყოა ჩვენთვის.

4.პროექტის მიზნები-თიანეთის საამაყო შვილის, უნიჭიერესი პოეტის, მირზა გელოვანის შემოქმედების უკეთ გაცნობა და ზოგადად პოეზიისადმი ინტერესის გაღვივება.

5.მონაწილეთა ასაკი- 13-14 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა- 1 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები- მოსწავლეები გარდა იმისა რომ უკეთ გაეცნობიან მირზა გელოვანის შემოქმედებას და ზეპირად შეისწავლიან მის ლექსებს, გაუჩნდებათ მეტი ინტერესი პოეზიისადმი. ასევე მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში სტუმრობის შემდეგ უკეთესად გაიცნობენ პოეტის ცხოვრებასდ.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები- მირზა გელოვანის ლექსების კრებული; ინტერნეტში მოძიებული ფოტომასალა; კომპიუტერი; პროექტორი.

9.პროექტის მსვლელობა მოსწავლეებს დაევალათ მოიძიონ და გაეცნონ მირზა გელოვანის ლექსებს, ზეპირად შეისწავლონ რამდენიმე მათგანი;
პოეტის ცხოვრების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ექსკურსია დაბა თიანეთში  არსებულ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში;
მოსწავლეები მოიძიებენ პოეტის ფოტოებს და მოაწყობენ ჩვენებას პროექტორის მეშვეობით;
მირზა გელოვანის ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსის "ცხრაკარას" გაცნობის შემდეგ მოაწყობენ ლაშქრობას ამ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივია "პოეტის ნაკვალევზე" სიარული მეტად დააახლოვებს ბავშვებს მირზა გელოვანის შემოქმედებასთან;
პროექტზე მუშაობის შეჯამების მიზნით სკოლაში მოეწყობა პოეზიის საღამო, სადაც მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ არამარტო მირზა გელოვანის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს,არამედ გააცნობენ მის ბიოგრაფიასაც.
10. საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი- მშობლიური ლიტერატურა, ისტ, ისტორია.
11. პროექტის ხელმძღვანელი- ვიქტორ კაცელაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-viqtorkacelashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:viqtorkacelashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment